http://allfiles.ucoz.com - Главная страница
ორშაბათი, 2016-12-05, 11:26 AM

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მოგესალმები სტუმარი
RSS
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Главная страница


ქათამი ან ინდაური სწრაფად შეიწვება (ან მოიხარშება), თუ შიგნიდან და გარედან ლიმონს გამოუსვამთ.

თევზის ადვილად გასასუფთავებლად, გაყინული თევზი 30 წამით ადუღებულ წყალში ჩაუშვით. თუ მერე ბლომად მსხვილი მარილი გადაუსვით, თევზი ხელიდან აღარ გაგისხლტებათ.

კვერცხს თუ დიდ ცეცხლზე მოხარშავთ, გული კარგა ხანს არ შეეკვრება.

თუ ნახევრად მოხარშულ ბოსტნეულს ცივ წყალს დაუმატებთ, ეს შეამცირებს ნიტრატების რაოდენობას.

ბოსტნეულის ხარშვის დროს ცხელ წყალს ცოტა შაქარი დაუმატეთ, გემო უკეთესი ექნება. კარტოფილს ხარშვისას კი კამა დაუმატეთ.

ხახვი არასოდეს მიგეწვებათ და ოქროსფერი იქნება, თუ შეწვამდე ფქვილში ამოავლებთ.

თუ კამა, ოხრახუში და ნიახური დაგიჭკნათ, მწვანილი 15 წუთით ჩადეთ ძმრიან წყალში, მერე სუფთა წყალში გაავლეთ.

ნიგოზს ადვილად მოსცილდება კანი, თუ ემალირებულ ქვაბში ჩადებთ, ადუღებულ წყალს დაასხამთ და თავდახურულს 15-20 წუთს გააჩერებთ.

 

მოხარშული კომბოსტოს სუნი სამზარეულოში შიძლება მთელი დღე იდგეს. ამიტომ სასწრაფოდ გ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 10738 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-07-07 | კომენტარი (0)

რაღმოჩნდა, რომ ზოგიერთი პროდუქტი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, ანუ ცოტათი მაინც ბედნიერს ხდის. ამ პროდუქტებს შეუძლიათ ადამიანის გამხიარულება, გახალისება, სიყვარულის გაღვიძება...

  ასე, მაგალითად, თუკი ბანანს მიირთმევთ, თავს მაშინვე უკეთ იგრძნობთ, დეპრესია უკვალოდ გაქრება. ბანანის შემადგენლობაში შემავალი ალკალოიდ პარმანის საფუძველს წარმოადგენს მასკალინ,რომელსაც "ბედნიერების ნარკოტიკს" უწოდებენ. 

  პამიდორი მორცხვს ათამამებს. მასში დიდი რაოდენობითაა ჰიდროქსიტრიპტამინი, რომელიც ისევე მოქმედებს, როგორც სეროტოტინი. პომიდორს უწოდებენ "სიყვარულის ვაშლსაც". სასურველია, მორცხვმა ადამიანმა პამიდორი პაემანზე წასვლის წინაც მიირთვას.

  ბედნიერების შეგრძნებას მოგიტანთ წიწაკაც, განსაკუთრებითი ჩილი. მისი მთავარი კომპონენტიაპიპერინი და კაპსაციო, რომლებიც პირში "ცეცხლს" გაგიჩენთ. წიწაკა ზედმეტად ცხარედ მოგეჩვენებათ. სინამდვილეში კი ის ტკივილს აყუჩებს.

  ყველს ადამიანი გუნებაზე მოჰყავს, რაც მასში შემავალი ამინომჟავები ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 607 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-07-07 | კომენტარი (5)

მოახლოვდა გამოცდები, იმისათვის რომ ინტელექტუალური მონაცემები მთლიანად გამოვიყენოთ... ჩვენმა ტვინმა სრული დატვირთვით რომ იმუშაოს და საშუალება მოგვქცეს, სწრაფად და ეფექტურად ვიაზროვნოთ, საგანგებოდ უნდა გამოვკვებოთ იგი, ოღონდ,ცხადია ზომიერების დაცვით.

  იმ ადამიანების რაციონი რომლებსაც სისტემატური გონებრივი მუშაობა უწევთ, მდიდარი უნდა იყოს საკვები ნივთიერებებით, მაგრამ კალორიებით არ უნდა იყოს გადატვირთული. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ნოყიერი სადილის ან ვახშმის შემდეგ ეშვებით, ნელა აზროვნებთ, ძილი გერევათ. განსაკუთრებით, როცა საკვები დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსა და ცხიმებს შეიცავს. ეს ნივთიერებები რეაქციას ანელებს და მეხსიერებას აქვეითებს.

  ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად ტვინს სჭირდება ცილა, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა ელემენტები.

  უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც მეხსიერების სისხარტისთვისაა საჭირო,მდიდარია თევზის ქონი, ზეითუნის, სოიის, მზესუმზირასა და არაქისის ზეთი.

  B ჯგუფის ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 703 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-07-07 | კომენტარი (0)

  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დიეტის დროს ალკოჰოლის მიღება. თუ თქვენ აპირებთ მიიღოთ ალკოჰოლი, დიეტა 24 საათის დასრულებული უნდა გქონდეთ.

დიეტის მთავარი კომპონენტია სუპი, რომელიც წვავს ცხილებს. ის უნდა მიირთვათ ყოველდღე და რაც შეიძლება ბევრი. რაც მეტ სუპს შეჭამთ ამ დიეტის დროს, მით მეტ კილოგრამს დაიკლებთ.

თუ ზუსტად დაიცავთ დიეტას თქვენ უნდა დაიკლოთ 5 დან 8 კილოგრამამდე 7 დღეში. მთავარია ზუსტად დაიცვათ ეს დიეტა და ყველა პროდუქტი ისე მიიღოთ, როგორც კლინიკა მაოს დიეტოლოგები გვირჩევენ. 
  თუ თქვენ 7 დღეში დაიკელით 8 კილოგრამი, აუცილებელია ორდღიანი შესვენება. ეს დიეტა შეგიძლიათ დაიცვათ რამდენჯერაც გსურთ. პროდუქტები, რომლებსაც თქვენ მიიღებთ საზიანო არ არის თქვენი ორგანიზმისთვის.

ცხიმების დამწვავი სუპის რეცეპტი:

საშუალო თავი კომბოსტო, 
2 მწვანე წიწაკა (ან ბულგარული)
1 კონა ნიახური
გალინა ბლანკას სოკოს კუბიკი

დაჭერით ეს პროდუქტები წვრილად და დაასხით წყალი. ზომიერად მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სუნელი კარი. ჩააგდეთ ე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 763 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-07-07 | კომენტარი (0)

1. ვხსნით გომ ფლეიერს და ვირჩევთ სასურველ ვიდეოს
 
2.სასურველ დროს ვაკლიკებთ CTRL+E სურათი გადაღებულია
 


3.გადაღებულ სურათს ვხედავთ ამ მისამართზე mydocument>>gom player>>capture

ნანახია: 546 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-06-30 | კომენტარი (8)

* ჭარხალი და სტაფილო გავასუფთავოთ. ცალცალკე ავადუღოთ ლიტრა ნახევარ წყალში. შემდეგ ნახარში ერთად შევურიოთ. (ნახარში გვეყოფა 1 კვირა) 
* უზმოზზე დილით 200გრ. ჭიქაში ჩავასხათ, დავუმატოთ ცოტა რძე და ერთი სუფრის კოვზი ზეთი და დავლიოთ. ორი საათი ნუ შეჭამთ ნურაფერს.
* ეს პროცედურა გააგრძელეთ 1 კვირის განმავლობაში. შეისვენეთ 1 თვე, და შემდეგ ისევ 1 კვირა მიიღეთ.
ეს ნახარში სასარგებლოა მათთვის ვისაც სურს სიმაღლეში მომატება, ეს ვიტამინების ნაკრები ასევე დადებითად მოქმედებს თმებზე და ფრჩხილებზე.



ნანახია: 1102 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-06-30 | კომენტარი (3)

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი


http://www.amazon.com/ უნივერსალური ინტერნეტ–მაღაზია

http://www.net-a-porter.com/ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

http://www.eluxury.com/ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

http://www.victoriassecret.com/ ტანსაცმელი, აქსესუარები, თეთრეული

http://www.shoes.com/ ფეხსაცმელი და აქსესუარები

http://www.cutesygirl.com/



ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ქალებისთვის

http://www.yoox.com/ დიზაინერული ტანსაცმლის ახალი კოლექციები

http://www.stevemadden.com/ ფეხსაცმელი მანდილოსნებისთვის

http://www.endless.com/ ფეხსაცმელი და ჩანთები

http://www.dsw.com/ ფეხსაცმლის ინტერნეტ–მაღაზია

http://www.jjill.com/ ტანსაცმელი და აქსესუარები ქალებისთვის

http://www.luisaviaroma.com/ დიზაინერული ტანსაცმელი

http://www.spiegel.com/ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თეთრეული

http://www.shopbop.com/ დიზაინერების ტანსაცმლის ფართო არჩევანი

http://shop.nordstrom.com ტანსაც ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 8766 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-06-30 | კომენტარი (7)


საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა პირობად რჩება და უკვე მერამდენედ ღამის მოახლოებასთან ერთად აუტანელია სურვილი, რამე დააგემოვნო და პირი ჩაიტკბარუნო. თვალწინ ამოტივტივდება "გემრიელი” სურათები, ფეხები კი თავისდათავად მიგიძღვიან მაცივრისკენ. მოგვიანებით, "დანაშაულის” ჩადენის შემდეგ, გიჩნდება შეგრძნება, რომ გასმოსავალი არ არსებობს და გონებაში კულინარული სახეები გაზრდილი მუცლისა და თეძოების გულისმომკვლელი გამოსახულებით იცვლება...

ნუთუ ამას არაფერი ეშველება? ეშველება, როგორ – არა! ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, სინჯეთ, სცადეთ: 

1. მოატყუეთ კუჭი სითხით. მოსვით ერთი ჭიქა მინერალური წყალი ლიმონით, მწვანე ჩაი ან ტომატის წვენი. სითხე შეავსებს თქვენს ცარიელ კუჭს და შიმშილის გრძნობას გაანელებს. 

2. მიიღეთ ცხელი აბაზანა. ის ამცირებს მადას, ადუნებს. გაძლიერებული ოფლისგამოყოფა ორგანიზმიდან ჭარბ სითხესაც გამოდევნის. 

3. თუკი გრძნობთ, რომ შიმშილი აუტანელი გახდა, გააკეთეთ პატარა ვარჯიში. ფიზიკური ვარჯიში თქვენს ყურადღებას მაცივაართან მისვლის სურ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 379 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-06-30 | კომენტარი (0)

მეჭეჭი - კანის ვირუსული დაავადებაა. არჩევენ ჩვეულებრივ ბრტყელ, ანუ სიჭაბუკის მეჭეჭს და მოხუცებულობის - მახვილწვეტიან მეჭეჭს - კონდილომას.

ჩვეულებრივი მეჭეჭი სფეროსებრი ან ოვალური ფორმისაა და ქინიძისთავის ოდენობიდან მუხუდოს ოდენობამდე სიდიდის წარმოიქმნება, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ხელის მტევნებისა და თითების გვერდით ზურგით ზედაპირზე, ფეხის გულებზე, ფრჩხილების გარშემო, ზოგჯერ კი ფრჩხილების ქვეშ, შეიძლება მტკივნეული იყოს.

ბრტყელი მეჭეჭი უმტკივნეულოა, ოდნავ წამოწეული კანის დონიდან, ჩვეულებრივ მკრთალი ყავისფერი ან ნორმალური კანის ფერისაა. ასეთი მეჭეჭი ხშირია ხელის მტევნების ზურგის ზედაპირსა და სახეზე. სიჭაბუკის მეჭეჭი დიდხანს ძლებს, უკვალოდ ქრება, ზოგჯერ კი რეციდივს იძლევა.

კანისა და ლორწოვანი გარსის იმ უბნებზე, რომლებიც ხანგრძლივად ღიზიანდება, შეიძლება წარმოიქმნას მახვილწვეტიანი მეჭეჭი (მახვილწვეტიანი კონდოლომა). იგი მამლის ბიბილოს ან ყვავილოვან კომბოსტოს ჰგავს. ასეთი მეჭეჭები უფრო ახალგაზრდებს უვითარდებათ 20-დან 30 წლის ასაკში.
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1870 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-06-30 | კომენტარი (0)

ხელების მშვენიერების საიდუმლო 
რატომ მაინცდამაინც ხელები გასცემს ქალის ასაკს? ეს იმიტომ, რომ მათ კანს თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნია და თუ სათანადოდ არ მოვუარეთ, ბევრად უფრო ადრე ჭკნება. ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ძალიან ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის. 

 გარდა ამისა, ხელის კანი 4-5-ჯერ ნაკლებ წყალს შეიცავს, ვიდრე სახისა. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელები მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს.
რაშია ხელების მშვენიერების საიდუმლო? რა უნდა გავითვალისწინოთ და რომელი წესები უნდა დავიცვათ?
ისწავლეთ ხელების დაბანა. შესაძლოა, ზოგიერთს სასაცილოც მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ამას არასწორად აკეთებს. ხელები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანეთ. ცივი წყალი კანს ასქელებს, აუხეშებს, აწითლებს, ხეთქავს და ქერცლავს, ცხელი კი აშრობს და ადუნებს.
დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით - საზოგადოებრივ ადგილებში. არადა წყალთან კონტაქტის შემდეგ ხელების გამშრალება აუცილებე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 295 | დაამატა: sofo | თარიღი: 2010-06-30 | კომენტარი (0)

1 2 »
Copyright MyCorp © 2016
Make a free website with uCoz