rogor gamovkvebot tvini gamocdis win? - 7 ივლისში 2010 - http://allfiles.ucoz.com
ორშაბათი, 2016-12-05, 11:26 AM

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მოგესალმები სტუმარი
RSS
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » rogor gamovkvebot tvini gamocdis win?
1:03 AM
rogor gamovkvebot tvini gamocdis win?
მოახლოვდა გამოცდები, იმისათვის რომ ინტელექტუალური მონაცემები მთლიანად გამოვიყენოთ... ჩვენმა ტვინმა სრული დატვირთვით რომ იმუშაოს და საშუალება მოგვქცეს, სწრაფად და ეფექტურად ვიაზროვნოთ, საგანგებოდ უნდა გამოვკვებოთ იგი, ოღონდ,ცხადია ზომიერების დაცვით.

  იმ ადამიანების რაციონი რომლებსაც სისტემატური გონებრივი მუშაობა უწევთ, მდიდარი უნდა იყოს საკვები ნივთიერებებით, მაგრამ კალორიებით არ უნდა იყოს გადატვირთული. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ნოყიერი სადილის ან ვახშმის შემდეგ ეშვებით, ნელა აზროვნებთ, ძილი გერევათ. განსაკუთრებით, როცა საკვები დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსა და ცხიმებს შეიცავს. ეს ნივთიერებები რეაქციას ანელებს და მეხსიერებას აქვეითებს.

  ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად ტვინს სჭირდება ცილა, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა ელემენტები.

  უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც მეხსიერების სისხარტისთვისაა საჭირო,მდიდარია თევზის ქონი, ზეითუნის, სოიის, მზესუმზირასა და არაქისის ზეთი.

  B ჯგუფის ვიტამინები ბევრია თხილში, კაკალში, მარცვლეულში, ლობიოში, წიწიბურაში, ბარდაში, ყველში.

  MG (მაგნიუმი ) და Fe (რკინა) ტვინს მეხსიერების კონცენტრირებაში ეხმარება. რკინით მდიდარია ქათმის ღვიძლი, ქიშმიში,სკუმბრია, მიწისთხილი, მზესუმზირა.

  K (კალიუმი) ზრდის ნერვული იმპულსების გატარების სიჩქარეს. სპეციალისტები გვირჩევენ: აზროვნების პროცესზე ნახშირწყლების დამთრგუნველი მოქმედება, რომ შევამციროთ,ნახშირწყლოვანი პროდუქტი ყოველთვის მივირთვათ ცილის შემცველ საკვებთან ერთად: კარტოფილს, პურს, მაკარონს, ფაფეულს დავუმატოთ ხორცისა და რძის ან ბარდისა და ლობიოს ულუფა. იმათ კი, ვისაც ტკბილის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, ისეთი ნუგბარი აირჩიონ, ცილას რომ შეიცავს (მაგალითად, ნაყინი).


ნანახია: 704 | დაამატა: sofo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2016
Make a free website with uCoz