ხუთშაბათი, 2024-04-25, 2:49 AM

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მოგესალმები სტუმარი
RSS
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » dieta 7dgeshi 5-8kilo
0:42 AM
dieta 7dgeshi 5-8kilo
  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დიეტის დროს ალკოჰოლის მიღება. თუ თქვენ აპირებთ მიიღოთ ალკოჰოლი, დიეტა 24 საათის დასრულებული უნდა გქონდეთ.

დიეტის მთავარი კომპონენტია სუპი, რომელიც წვავს ცხილებს. ის უნდა მიირთვათ ყოველდღე და რაც შეიძლება ბევრი. რაც მეტ სუპს შეჭამთ ამ დიეტის დროს, მით მეტ კილოგრამს დაიკლებთ.

თუ ზუსტად დაიცავთ დიეტას თქვენ უნდა დაიკლოთ 5 დან 8 კილოგრამამდე 7 დღეში. მთავარია ზუსტად დაიცვათ ეს დიეტა და ყველა პროდუქტი ისე მიიღოთ, როგორც კლინიკა მაოს დიეტოლოგები გვირჩევენ. 
  თუ თქვენ 7 დღეში დაიკელით 8 კილოგრამი, აუცილებელია ორდღიანი შესვენება. ეს დიეტა შეგიძლიათ დაიცვათ რამდენჯერაც გსურთ. პროდუქტები, რომლებსაც თქვენ მიიღებთ საზიანო არ არის თქვენი ორგანიზმისთვის.

ცხიმების დამწვავი სუპის რეცეპტი:

საშუალო თავი კომბოსტო, 
2 მწვანე წიწაკა (ან ბულგარული)
1 კონა ნიახური
გალინა ბლანკას სოკოს კუბიკი

დაჭერით ეს პროდუქტები წვრილად და დაასხით წყალი. ზომიერად მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სუნელი კარი. ჩააგდეთ ერთ ცალი გალინა ბლანკას სოკოს კუბიკი. ადუღეთ მაღალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. 

  სუპი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ დროს, როცა კი მოგშივდებათ. მიირთვით იმდენი, რამდენიც გსურთ. სუპი არ გმატებთ კალორიებს. 
  არ ღირს იკვებოთ მხოლოდ ამ სუპით, რაციონში სხვა პროდუქტებიც შეგიძლიათ მიამატოთ.

პირველი დღე – სუპი და ხილი. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი ბანანის გარდა. ყველაზე ნაკლები კალორია არის საზამთროში და ნესვში. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მეორე დღე – სუპი და ბოსტნეული. ნებისმიერი ბოსტნეულკი, გარდა კარტოფილისა. ამ დღეს შეგიძლიათ მწვანილიც მიირთვათ დიდი რაოდენობით. თავი შეიკავეთ ბარდისგან და სიმინდისგან. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მესამე დღე – სუპი, ბოსტნეული და ხილი. ანუ ვაერთიანებთ პირველ და მეორე დღეს. და არ დაგვავიწყდეს მივიღოთ რაც შეიძლება ბევრი წყალი. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ.

მეოთხე დღე – სუპი, ხილი და ბოსტნეული, ეს დღე არ გამოირჩევა მესამე დღისგან გარდა იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ 3 ცალი ბანანი. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.


მეხუთე დღე – სუპი და პომიდორი ან მოხარშული საქონლის ხორცი. საქონლის მჭლე ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ 300-800 გრამი ან პომიდორი რამდენიც გსურთ. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მეექვსე დღე – სუპი, საქონლის ხორცი და ბოსტნეული. მოხარშული საქონლის ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულთან ერთად გაძღომამდე (ბულგარული, სალათს ფოთოლი,). შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მეშვიდე დღე – სუპი, ყავისფერი ბრინჯი, ხილის წ� �ენი (უშაქროდ) და ბოსტნეული. ბრინჯი შეგიძლიათ სუპს დაუმატოთ. შეგიძლიათ უბრალოდ მოხარშოთ და მოხარშულ ბრინჯს დაუმატოთ ბოსტნეული (პომიდორი, ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო), შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მეშვიდე დღის დასასრულს, თუ თქვენ მკაცრად დაიცავით დიეტა, სასწორმა უნდა გაჩვენოთ 5 ან 8 კილოგრამით ნაკლები. 

თუ მაინც არღვევთ დიეტას, გაფრთხილებთ! კატეგორიულად გეკრძალებათ ალკოჰოლი, პური, გაზიანი სასმელები და შემწვარი პროდუქტები. 





ნანახია: 1631 | დაამატა: sofo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Kek  
0
Hi, this is Jeniffer. I am sending you my intimate photos as I promised. https://tinyurl.com/yc3m5t3s

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz