პარასკევი, 2024-03-29, 6:30 PM

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მოგესალმები სტუმარი
RSS
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » ივნისი » 30 » როგორ შევირჩიოთ საცურაო კოსტუმი აღნაგობის მიხედვით
2:50 AM
როგორ შევირჩიოთ საცურაო კოსტუმი აღნაგობის მიხედვით
6 ძირითადი რჩევა 'კუპალნიკის' არჩევისას
თუკი დიდი მკერდის პატრონი ხართ ყურადღებით შეარჩიეთ მატერია, ის არ უნდა იყოს თხელი. მოერიდეთ ღია ფერებს. შეარჩიეთ ლიფები შედარებით მსხვილი ბრეტელებით. დიდი ყურადღებით დააკვირდით ნაკერებს

თუკი პატარა მკერდი გაქვთ აირჩიეთ ლიფები მკაფიო პრინტით და სილიკონით. საუკეთესო ვიზუალური სატყუარაა: აირჩიეთ ლიფი ორ ტონალობაში, ღია ფერის მკერდის 'ჩაშკებით' და მუქი ფერის ზორტები მკერდს დაბლა

პროპორციულად მოკლე ფეხების მქონე გოგონებმა შეარჩიონ ღრმად ამოჭრილი ტრუსები თეძოებზე. საუკეთესო პრინტი იქნება ვერტიკალური ზოლები. უარი თქვით შორტ-ტრუსებზე

თუკი ვიწრო მხრები გაქვთ აირჩიეთ ლიფები, რომლებსაც ბრეტელები შორი შორს ექნებათ. ანუ არავითარ შემთხვევაში არ აირჩიოთ კისერთან გადაჯვარიდინებული ზორტებით. აირჩიეთ ღრმა დეკოლტე

გოგონებს, რომლებსაც გრძელი ტორსო აქვთ მოიხდენენ საცურაო კოსტუმის ლიფის დაგრძელებულ ვარიანტს, წელზე ზორტებით. აირჩიეთ ჰორიზონტალური პრინტი

დიდი ყურადღებით შეარჩიეთ მოსახურები და აქსესუარები. მაგალითად ფარფლიანი ქუდები და საზაფხულო ჰარემის შარვლები არ მოუხდებათ დაბალ გოგონებს




ფიგურა A
ფართო თეძოები და ვიწრო მხარ ბეჭი, წელი


გვირჩევენ საცურაო კოსტუმის ბიუსტჰალტერი შევარჩიოთ ღია ფერებში ან ფერადი მასიური პრინტით, რაც ვიზუალურად გაადიდებს მკერდის, მხრების არეს. ხოლო ტსურებ სჯობს შეარჩიოთ სპორტული სტილის, ქამრით ან მოსახურით. ასევე საუკეთესო ვარიანტია ტანკინები, ანუ ტრუსები და საცურაო მაისური, ამ მოდელებს მასიურად შეხვდებით Victoria's Secret ში



ქვიშის საათი
მკერდი და თეძოები ერთ დონეზე
მსგავსი აღნაგობის გოგონებისთვის ყველაფერი მარტივადაა, და მცირედი კორექტივების შესწორება მეტად მარტივია

* პატარა ზომის მკერდის მქონე გოგონებისთვის აჯობებს საცურაო კოსტუმები ცალ-ცალკე. მკაიფო პრინტით
* მაღალმა გოგონებმა აქცენტი გააკეთონ ტრუსების ჭრილზე და დეკორზე
* მოკლე ფეხების მქონე გოგონებმა სჯობს უარი თქვან შორტებზე. აჯობებს მკვეთრად ამოჭრილი ტრუსები და ფართო ლიფები
* ასევე ფართო ლიფებს სთავაზობენ ცოტა მოსუქებულ გოგონებს



ოვალური სხეული
ფართო წელის არე, რომელი არ არის გამოკვეთილი

მთავარი დანიშნულებაა ვიზუალურად დავაგრძელოთ სხეული ვერტიკალური ნაკერებით, ხაზებით, პრინტით. უარი თქვით ღრმა დეკოლტეზე. სჯობს კვადრატული დეკოლტეთი და მსხვილი ბრეტელებით

მდგრადი, მშრალი ფერები. მუქი ლურჯი, ღვინისფერი, შავი.



ოთხკუთხედი აღნაგობა
არც თუ ისე გამხდარი აღნაგობა, თანაბარი თეძოები და მკერდი თითქმის წელის გარშემოწერილობაზე

აირჩიეთ გახსნილი კუპალნიკები,უმჯობესია მონოტონური ანუ ერთ ტონალობაში. აირჩიეთ უფრო ქალური და ნაზი სტილი. აირჩიეთ თეძოების არეში დიაგონალური ხაზების ტრუსები და დეკორით გაფორმებული ლიფები



სამკუთხედი სხეული V
დიდი მკერდი და განიერი დაკუნთული მხრები

რა თქმა უნდა მსგავსი ფორმების გამოკვეთა უდავოდ ღირს
აირჩიეთ მონოტონური ლიფი და პრინტიანი ტრუსები, რათა ვიზუალურად გაადიდოთ თეძოები
ან აირჩიეთ სპორტული ტრუსები და ასევე სპორტული ტოპი


ნანახია: 1078 | დაამატა: sofo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz