როგორ მოვიშოროთ მეჭეჭი - 30 ივნისში 2010 - http://allfiles.ucoz.com
ორშაბათი, 2016-12-05, 11:25 AM

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მოგესალმები სტუმარი
RSS
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » ივნისი » 30 » როგორ მოვიშოროთ მეჭეჭი
3:56 PM
როგორ მოვიშოროთ მეჭეჭი
მეჭეჭი - კანის ვირუსული დაავადებაა. არჩევენ ჩვეულებრივ ბრტყელ, ანუ სიჭაბუკის მეჭეჭს და მოხუცებულობის - მახვილწვეტიან მეჭეჭს - კონდილომას.

ჩვეულებრივი მეჭეჭი სფეროსებრი ან ოვალური ფორმისაა და ქინიძისთავის ოდენობიდან მუხუდოს ოდენობამდე სიდიდის წარმოიქმნება, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ხელის მტევნებისა და თითების გვერდით ზურგით ზედაპირზე, ფეხის გულებზე, ფრჩხილების გარშემო, ზოგჯერ კი ფრჩხილების ქვეშ, შეიძლება მტკივნეული იყოს.

ბრტყელი მეჭეჭი უმტკივნეულოა, ოდნავ წამოწეული კანის დონიდან, ჩვეულებრივ მკრთალი ყავისფერი ან ნორმალური კანის ფერისაა. ასეთი მეჭეჭი ხშირია ხელის მტევნების ზურგის ზედაპირსა და სახეზე. სიჭაბუკის მეჭეჭი დიდხანს ძლებს, უკვალოდ ქრება, ზოგჯერ კი რეციდივს იძლევა.

კანისა და ლორწოვანი გარსის იმ უბნებზე, რომლებიც ხანგრძლივად ღიზიანდება, შეიძლება წარმოიქმნას მახვილწვეტიანი მეჭეჭი (მახვილწვეტიანი კონდოლომა). იგი მამლის ბიბილოს ან ყვავილოვან კომბოსტოს ჰგავს. ასეთი მეჭეჭები უფრო ახალგაზრდებს უვითარდებათ 20-დან 30 წლის ასაკში.

ყველა ამ მეჭეჭს იწვევს ფილტრში გამავალი ვირუსი. დასნებოვნება ხდება პირდაპირი კონტაქტის ან საოჯახო ნივთების მეშვეობით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-3 თვეს და მეტ ხანს.

მოხუცებულობითი მეჭეჭი ვითარდება ხანშიშესულობის ასაკში და საერთო არაფერი აქვს ვირუსით გამოწვეულ მეჭეჭთან. იგი მრგვალი, ოვალური ან არასწორი ფორმისაა, პატარა ზომის, ზურგსა და სახეზე მოყვითალო-ნაცრისფერია ან ყავისფერი, უფრო ხშირად ვითარდება მკერდზე.

შინაურულად მეჭეჭის მოშორება (განსაკუთრებით ბავშვებში) რეკომენდირებული არ არის. მჟავით მოწვამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბური და დამწვრობა. მეჭეჭის სამკურნალოდ ექიმს უნდა მიმართოთ.

მეჭეჭების მოშორება ხალხური საშუალებებით


ქ რ ი ს ტ ე ს ი ს ხ ლ ა
ქრისტესისხლას ღეროს წითელი წვენის წასმა მეჭეჭებზე დღეში რამდენჯერმე აქრობს მას. ეს საშუალება არ იწვევს კანის დაზიანებას და ძლიერ ეფექტურია.

ლ ე ღ ვ ი
ლეღვის ნაყოფის რძე-წვენს ისვამენ მეჭეჭზე და ასე აქრობენ მას.

ხ ა ხ ვ ი
ხახვის თავს დებენ ძმრის ესენციაში ან ძმარში 2 საათით და მის ფოთოლს იდებენ მხოლოდ მეჭეჭზე. პროცედურას რამდენჯერმე იმეორებენ, სანამ მეჭეჭი ფესვიანად არ ამოვარდება.

კ ა ლ ა ნ ხ ო ე 
კალანხოე ოთახის მცენარეა. მის სქელ ფოთოლს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ მეჭეჭზე. ზოგჯერ მხოლოდ 3-4 პროცედურაა საჭირო მეჭეჭების მოსაცილებლად.

ნ ი შ ა დ უ რ ი 
სველ მეჭეჭებზე ისვამენ ნიშადურის სპირტს, რომელიც სწრაფად აქრობს მეჭეჭებს.

ნ ა ც ა რ ი
ნაცარს ასხამენ წყალს არაჟნის კონსისტენციამდე და ისვამენ მეჭეჭზე. ეს საშუალება უხდება ბრტყელი ტიპის მეჭეჭს.

ნანახია: 1870 | დაამატა: sofo | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2016
Make a free website with uCoz