სამშაბათი, 2024-04-23, 4:08 PM

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მოგესალმები სტუმარი
RSS
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » ივნისი » 30 » rogori cholka mogixdeba
2:41 AM
rogori cholka mogixdeba
ჩოლკა - საუკეთესო საშუალება გამოაცოცხლო მობეზრებული ვარცხნილობა, არც თუ ისე რადიკალურად. მივბაძოთ ვარსკვლავებს! როგორი ჩოლკა ავირჩიოთ? შენთვის შესაფერისი ჩოლკის პოვნა ისეთივე ძნელია, როგორიც უამრავ ფერებს შორის შენთვის სასურველი პომადის ფერის მოძებნა. მაგრამ იმედია, ჩვენი რჩევების გათვალისწინებით, იპოვით ჩოლკის იმ ტიპს რომელიც მოგიხდებათ. პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ პროპორციები, სახის ოვალი, ყბის სიდიდე, ცხვირის სიგრძე, თმის სიხშირე და წარბების ფორმაც კი. 

თუ თქვენ წაგრძელებული სახე გაქვთ, მოგიხდებათ ჩოლკა რომელიც წარბების ზოლს ედება, და აუცილებლად აფუებული. 

თუ კვადრატული სახე გაქვთ, სცადეთ გაყოფილი ჩოლკა, რომელიც თქვენი სახის მასიურ ნაწილებს გაანაზებს. თქვენი კოზირია - გრძელი ვარცხნილობა. 

მრგვალი სახის შემთხვევაში, გაიკეთეთ ბოლოებში ოდნავ შეჭრილი ჩოლკა, აუცილებლად შეიჭერით გვერდულად. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ სწორი სქელი ჩოლკა, გარწმუნებთ საშინლად არ მოგიხდებათ. 

დიდი შუბლი თუ გაქვთ და ვარცხნილობის შეცვლას გადაწყვიტავთ გაითვალისწინეთ, რომ თქვენს შუბლს სქელი წარბებამდე შეჭრილი ჩოლკა მოუხდება. არასოდეს არ შეიჭრათ ჩოლკა მოკლედ, რადგან ის კიდევ უფრო შესამჩნევს გახდის თქვენს ისედაც დიდ შუბლს. 

ხოლო, თუ პირიქით მოკლე შუბლის პატრონი ბრძანდებით, საკმაოდ ღრმა ჩოლკა მოგიხდებათ, რომელიც თავის მწვერვალიდან დაიწყება. სცადეთ ჩოლკის ძლიერი ფილირება. 

თუ ფართო კვრიმალები გაქვთ, მოგიხდებათ აფუებული გრძელი ჩოლკა, გვერდებში დაგრძელებით. არასოდეს შეიჭრათ ჩოლკა მოკლედ.




რამდენიმე უბრალო წესი:

1. შეიჭერით ჩოლკა სველ თმაზე, თუ გნებავთ სწორი და ლამაზი შედეგის მიღება.
2. სიგრძის შერჩევისას გახსოვდეთ, რომ გაშრობისას, ჩოლკა 1-3 სანტიმეტრით იწევს ზემოთ.


ნანახია: 963 | დაამატა: sofo | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz